Tag Archives: sanadiro iaragi

უნიკალური Cosmi

Untitled 23
ალბათ საინტერესო იქნება გავაცნო ჩვენ მონადირეებს ძალიან საინტერესო თოფი რომელიც იწარმოება იტალიაში  ქალაქ ანკონაში სახელწოდებით  კოზმი. როდოლფო კოზმი დაიბადა  1873 იტალიაში ქალაქ მაჩერატაში. კოზმი ახალგაზრდობაში დაკავებული იყო ხის დამუშავებით  და ნადირობით. 17 წლის კოზმიმ პირველად შექმნა თავისი პირველი თოფი. 1895 წელს დაარსა თავისი ფირმა. მე-19 საუკუნის ბოლოს როცა გამოჩნდა ლეგენდალური კონსტრუქტორის ბრაუნინგის ნახევრად ავტომატური თოფი,  კოზმის ყურადღებაც მიიქცია. 1907 წელს კი შექმნა თავისი ორიგინალური თოფის პროტოტიპი, რომლის ავტომატიკის მუშაობის პრინციპი აღებული იყო ბრაუნინგის ნახევრად ავტომატური თოფიდან. კოზმიმ პატენტი მის გამოგონებაზე მიიღო  მხოლოდ1920 წელს, მანამდე კი ხვეწდა  თოფის სიტემას.
Untitled 27
1925 წელს კოზმიმ საბოლოოდ  ხელით შექმნა თავისი ორიგინალური თოფი რომლის წარმოებაც გაგრძელდა მის გარდაცვალლებამდე. 1936 წ   გარდაიცვალა როდოლფო კოზმი. მამის საქმე გააგრძელეს შვილებმა ამერიკომ და მარჩელომ. დღეს დღეობით კი ფირმას ხელმძღვანელობს შვილიშვილი „როდოლფო კოზმი“.  კოზმი  ითვლება საუკეთესო ნახევრად ავტომატურ თოფად მსოფლიოში.   მასში შერწყმულია  შესრულების  ხარისხი, ექსკლუზიური დიზაინი და მექანიზმის უტყუარი მუშაობა, რომლის შექმნაშიც მიღებული აქვს მონაწილეობა მაღალი კლასის ოსტატებს. კოზმის შექმნაში იხარჯება 200 საათი მარტო ხელით შრომა, რაც მიუთითებს თოფის მაღალ ხარისხზე. 70 წელიწადია კოზმის სიტემა არ შეცვლილა. ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა ძვირად ღირებული ჩვეულებრივი გადსახსნელი  ერთ ლულიანი თოფისაგან, მაგრამ მაინც იგრძნობა მისი არაჩვეულებრივობა.

Untitled 24დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი

როდოლფო კოზმიმ თავის თოფში გააერთიანა სამი იდეა. ავტომატოკის მუშაობის პრინციპი აღებული „ჯონ მოზეს  ბრაუნინგის“ ავტო-5-დან მოძრავი ლულის უკუცემის პრინციპი,  მილისებური მჭიდი, რომელიც განათავსა  კონდახში,  ამ იდეის  ავტორი იყო „ქრისტოფორე სპენსერი“.  მესამე იდეა კი ლულის  კოლოფის ზედა ურდული,  რომლის მეშვეობითაც ხორციელდება   თოფის გადახსნა. იდეა  ეკუთვნის  ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორს „კაზიმირ ლეფოშეს,“ რომელმაც თავისი გამოგონება დააპატენტა 1832 წელს. კოზმიმ არა თუ გადმოიღო იდეები არამედ გადააკეთა  და შერწყა სამივე  ერთად, რასაც დაამატა  ხელით დეტალების ურთიერთ მორგების უბადლო შესრულების  ხარისხი, რითაც  მიიღო ავტომატიკის მუშაობის ყველასაგან განსხვავებული პრინციპი,  ორიგინალური დიზაინი და  შესანიშნავი  ბალანსი.  მისი მექანიზი ისეა მორგებული ერთმანეთთან რომ მასში  მტვერი და წყალი პრაქტიკულად ვერ აღწევს. კოზმის თოფი შეიძლება მართლაც ჩაითვალოს  უნიკალურ  თოფად ნახევარ ავტომატურ თოფებს შორის.   კოზმი აწარმოებს 100 ცალ თოფს წელიწადში.

Untitled 25ჩაკეტილი და გახსნილი საკეტებით

70 წლის განმავლობაში კოზმიმ  გამოუშვა 8000 ცალი თოფი. ყველაზე იაფი  კოზმის თოფი ღირს  10 000 დოლარი. თოფის დასამზადებლად განოიყენება მაღალი ხარისხის მასალები, დაწყებული ხიდან დამთავრებული მეტალამდე, ლულა დამზადებულია  ( BOEHLER ANTINIT  ავსტრიული უჟანგავი ფოლადი)   „ბიოლერ-ანტინიტ“-ის ფოლადისაგან. ლულის კალაპოტს  1990 წლიდან  აკეთებენ ტიტანისაგან, (თუ სურვილი ექნება დამკვეთს) რაც დადებითად მოქმედებს მის წონაზე. თოფის მუშაობის პრინცი, როგორც ავღნიშნეთ აღებულია ბრაუნინგიდან,  მოძრავი ლულის უკუ ცემის პრინციპი. ლულის გადახსნის შემდეგ ვაზნა იდება ლულის სავაზნეში, მილისებური მჭიდის შევსება , რომელიც განთავსებულია  კონდახში   ხორციელდება ლულის კალაპოტის შიგა წინა  ფსკერიდან კონდახის მიმართულებით,  ტევადობა შეადგენს  8 ვაზნას.  კოზმის ყველა წარმოებული თოფი ინდივიდუალური შეკვეთით იწარმოება და ყოველი შექმნილი თოფი განუმეორებელია. როგორც ყველა თოფს აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი თვისებები. კრიტიკოსები მიიჩნევენ რომ მილისებური მჭიდი, რომელიც მოთავსებულია კონდახში  მდებარეობს თავთან ახლოს და  ტექნიკური უსაფრთხოების  კუთხით მჭიდში ვაზნის აფეთქების  (ვაზნის აფეთქებას ჰქონდა ადგილი, როგორც  მც-ში ასევე ბრაუნუნგში)  შემთხვევაში მსროლელსთვის წარმოადგენს დიდ საშიშროებას. 70 წლის მანძილზე კოზმში ეს არ მომხდარა, ალბათ არც მოხდება, მაგრამ ალბათობა არის.  რომ გადავხედოთ ცნობილი ბრენდების თოფებს, უმრავლესობის პროტოტიპების კოპირებას აწარმოებს მრავალი ფირმები. ეს ტენდეცია გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მაგრამ კოზმის თოფს   მისი სისტემის და ავტომატიკის მუშაობის პრინციპიდან  გამომდინარე  კოპირების  საშიშროება არ ემუქრება. კოზმი რჩება ერთ ერთ კლასიკურ მოდელად რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს!..

gorda.ge

Untitled 19 Untitled 18 Untitled 6
Untitled 7 Untitled 17 Untitled 12
Untitled 8 Untitled 9 Untitled 15

Untitled 31

 

тоз-120; ტოზ-120; TOZ-120



12 ყალიბის ორლულიანი თოფი тоз-120
ეს არის იარაღი ვერტიკალურად შეწყვილებული ლულებით, რომელიც განკუთვნილია რეწვისა და სამოყვარულო ნადირობისათვის. 2000 წლის მოდელი შემუშავებულია тоз-91-ის ბაზაზე სტარუხინის ხელმძღვანელობით. საბაზო მოდელისაგან შენარჩუნებულია კვანძები, რომლებმაც კარგად წარმოაჩინეს თავი ექსპლოატაციაში.

საფუძვლიანად გადამუშავდა სასხლეტ-დამცემი მექანიზმი(ერთ სასხლეტზე): ახლა ის აღჭურვილია სროლის რიგითობის დამოუკიდებელი სელექტორული გადამრთველით, რომელიც გაერთიანებულია მცველის ღილაკთან.
ლულები საცვლელი 710 ან 750მმ სიგრძის, რომელიც კალაპოტს უერთდება ლულის კაუჭით, საყრდენი ღერძით, ტიბჟირითა და საკეტი ბერკეტით. ლულის არხები ქრომირებულია, შევიწროებები შეიძლება იყოს 0,0მმ, 0,25მმ, 0,5მმ, 0,75მმ და 1,0მმ.

დამცემი მექანიზმს გააჩნია შემყენებლების დამცავი, რომელიც გამორიცხავს შემთხვევით გასროლას; აგრეთვე იწარმოება ორსასხლეტიანი მექანიზმიც.
კონდახი და ტიბჟირი კაკლის. საერთო სიგრძე1180მმ, მასა_3,4კგ.

მწარმოებელი ქარხნის გეგმებში არის გამოუშვას ლულები, რომელშიც ერთი ლულა ჩოკი იქნება, ხოლო მეორე ე.წ. ,,პარადოქსი” და აღნიშნული იქნება სახსნელი ვარიანტი ან არამოსახსნელი ანუ ლულა ,,პარადოქსი”. ექსპერიმენტული მოდელის მისროლამ აჩვენა(35 მეტრზე)საფანტის განივი განლაგება 15-20მმ.

ფორუმზე განხილვა