Tag Archives: dzaglebi

8 და 9 ივნისს იპოდრომის ტერიტორიაზე მონადირე ძაღლების გამოფენა გაიმართება

Untitled 2
8 და 9 ივნის (ხვალ და ზეგ) თბილისში იპოდრომის ტერიტორზე გაიმართება მონადირე ძაღლების გამოფენა. შაბათს ჩატარდება: ინგლისური სეტერის, ინგლისური პოინტერის და მდევრების გამოფენა. კვირას კი კონტინენტალურების.
დასაწყისი 10 საათზე.

ძაღლებისთვის ტელევიზია იქმნება

სან დიეგოში 24 საათიან სატელევიზიო მაუწყებლობას ძაღლებისთვის ქმნიან. როდესაც ძაღლების პატრონები შინ არ იქნებიან, არხი მარტო დარჩენილი ცხოველების განწყობაზე იზრუნებს.

“ძაღლებიც ისევე განიცდიან მარტოობას, როგორც ადამიანები. რა პროგრამების ყურება გაახალისებთ მათ? რასაკვირველია, ძაღლების გამოსახულებების. ისინი ძალიან გაერთობიან, როდესაც ბურთთან მოთამაშე ცხოველებს დაინახავენ”, – განაცხადა DOGTV-ს ტელევიზიის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, გილად ნეუმანმა.

“ვფიქრობ, ეს არხი წარმატებული არ იქნება. კატები ტელევიზორის ყურებით შეიძლება დააინტერესო, მაგრამ ძაღლებს ხმის მოსმენა უფრო მოსწონთ, ვიდრე გამოსახულების ხილვა. თქვენ ვერაფრით გაართობთ მარტო დარჩენილ ძაღლს”, – მიიჩნევს პროფესორი კეტრინ ჰოუფთი, რომელიც ცხოველების ხასიათს დიდი ხანია იკვლევს.

მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.

რატომ არ უნდა მივცეთ ლეკვს დიდი ძაღლის საკვები და რა შემთხვევაში წყვეტს ის ზრდას

12189თემა, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ, ძაღლის ყველა ახალბედა პატრონს დააინტერესებს. ყოველივე ამაში კი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი დაგვეხმარება. ასე რომ, შეგიძლიათ, დაწვრილებით წაიკითხოთ მისი რჩევები და საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინოთ. ამით თქვენს ძაღლსაც დაიცავთ გამოუვალი მდგომარეობიდან და თავადაც მშვიდად იგრძნობთ თავს.

– რა უნდა იცოდეს ძაღლის ახალბედა პატრონმა, რომ მისი ცხოველი კარგად გრძნობდეს თავს?

– ძაღლი რომ ჯანმრთელი იყოს, უპირველესად აუცილებელია დაავადების პროფილაქტიკა. თუ ძაღლი სწორად არის ვაქცინირებული, მისი ორგანიზმი ინფექციების მიმართ უფრო მდგრადია, ვიდრე სხვა შემთხვევაში. აუცრელი ძაღლები ხშირად ავადდებიან: ჭირით, ჰეპატიტით, ენტერიტით და ასე შემდეგ. ავადმყოფობის პერიოდში ძაღლები სიმაღლეში ჩამორჩებიან თანატოლებს, ზოგ შემთხვევაში კი იღუპებიან კიდეც. აუცილებელია ლეკვების აცრა 3-4 თვის ასაკამდე, ხოლო აცრების განმეორება უნდა ხდებოდეს ყოველწლიურად. გაითვალისწინეთ, რომ პირველი აცრის შემდეგ უნდა დაიცვათ ორკვირიანი კარანტინი. ამ პერიოდში არ უნდა ხდებოდეს ძაღლის კონტაქტი სხვა ძაღლებთან. ვაქცინაციიდან ორი კვირის შემდეგ კი, ძაღლს მყარი იმუნიტეტი უყალიბდება.

– იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრათ, რა წესები უნდა დავიცვათ ვაქცინაციის პერიოდში?

– მოგახსენებთ: პირველ ყოვლისა, უნდა მოხდეს მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველის ვაქცინაცია. არ შეიძლება ორსული ცხოველის აცრა; ასევე, დაუშვებელია ჭიების საწინააღმდეგო ღონისძიებებისა (დეჰელმინთირება) და აცრების ერთდროულად გაკეთება. მათ შორის შუალედი 7-10 დღე მაინც უნდა იყოს. დაუშვებელია ცხოველის აცრა ოპერაციის ან მშობიარობის შემდეგ და ოპერაციიდან ორ კვირაზე ადრე ვაქცინაციის ჩატარება; ვაქცინა უნდა ინახებოდეს +2-დან +8 გრადუსამდე ტემპერატურაზე.

გახსოვდეთ, ლეკვის ჯანმრთელობის საფუძველი ჰელმინთური ინვაზიების რეგულარული კონტროლია. პირველი დეჰელმინთიზაცია ტარდება 3 კვირის ასაკში. კუჭ-ნაწლავის პარაზიტებს ლეკვის ორგანიზმში ისეთი სერიოზული დარღვევების გამოწვევა შეუძლიათ, როგორებიცაა: ანემია, დიარეა, წონაში კლება და სხვა. ცხოველის ინვაზირება შეიძლება მოხდეს დედის რძიდან, კანის საფარველიდან ან საკვებიდან. მკურნალობა ხდება ვეტერინარის მიერ დანიშნული პრეპარატებით. რაც შეეხება მკურნალობის კურსის განმეორებას, ეს ხდება პრეპარატის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ.

– ძაღლის პატრონთა უმეტესობას აინტერესებს კვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამის შესახებ რას გვეტყვით?

– გაითვალისწინეთ, რომ ზრდის პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანია ძაღლის ცხოვრებაში. საკვები უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ნივთიერებას – ვიტამინებსა და მინერალებს შესაბამისი რაოდენობით. არასრულფასოვანი კვების დროს, შესაძლოა, ლეკვს შეუჩერდეს ზრდა და ვერ მიაღწიოს მისი გენეტიკისთვის დამახასიათებელ ნორმებს. ასევე, გახსოვდეთ, რომ ლეკვს კვებისთვის საკუთარი კუთხე უნდა ჰქონდეს გამოყოფილი. ლეკვის გამოსაკვებად უნდა გაითვალისწინოთ კვების ჯერადობა: ერთ თვემდე ასაკის ლეკვი დღეში 6-ჯერ უნდა იკვებებოდეს; 2-დან 4 თვემდე – 5-ჯერ. რაც შეეხება 5-დან 6 თვემდე პერიოდს, კვების რაოდენობა 2-3 ჯერადობამდე უნდა შემცირდეს, 6 თვის ასაკიდან კი ლეკვი ორჯერად კვებაზე გადადის.

– ხშირად ისეც ხდება, რომ ცხოველი ამა თუ იმ საკვების მიმართ აუტანლობას განიცდის. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენს მკითხველს აუცილებლად დააინტერესებს.

– სასურველია, თქვენი ლეკვისთვის საკვები კომპეტენტური პირის მიერ იყოს შერჩეული და თვითნებურად არ გამოკვებოთ ცხოველი. არსებობს მთელი რიგი პროდუქტებისა, რომელთა მიცემაც ძაღლისთვის არ შეიძლება. ესენია: ყველანაირი ტკბილეული, დიდი რაოდენობით მარილი, ბურღულეული უმი სახით; არ არის რეკომენდებული ძაღლის ხშირი კვება ღორის ხორცით.

ძაღლის კვებისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ნატურალური, ასევე, ქარხნულად დამზადებული მშრალი საკვები, ან, მათი კომბინაცია.

ძაღლის კვებისთვის მენიუ ვეტერინარის მიერ აუცილებლად ყურადღებით უნდა იყოს შერჩეული. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ძაღლი არასდროს არ უნდა გამოკვებოთ იმ საკვებით, რომლითაც ოჯახის წევრები იკვებებით. თუ ლეკვი მშრალი საკვებით იკვებება, საჭიროა მისი დასველება. ასევე, გამორიცხეთ ლეკვის კვება დიდი ძაღლის საკვებით. საკვები აუცილებლად ასაკისა და ჯიშის გათვალისწინებით უნდა იყოს შერჩეული. არ არის რეკომენდებული სხვადასხვა ფირმის, ანუ წარმოების საკვების შერევა. მკაცრად უნდა იყოს დაცული კვების ნორმები. ასევე, არ შეიძლება ფაფებისა და კონსერვების ერთმანეთში შერევა.

თუ ამ ყოველივეს გაითვალისწინებთ, თქვენ ჯანმრთელი და სრულყოფილი ძაღლი გეყოლებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ლეკვი არასასურველ ძაღლად ჩამოყალიბდება, რომელსაც მისი გენეტიკა არ ითვალისწინებს.

მარიკა ხიდურელი

www.tbiliselebi.ge

ძაღლების მოყვარულთა კლუბი – “კლუბი ტობე დოგს”

ქალაქ  ქუთაისში  დაფუძნდა ძაღლების მოყვარულთა კლუბი, “კლუბი ტობე დოგს”  კლუბი არი FCG (საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია)-ს წევრი და უფლებამოსილია გასცეს ნებისმიერი ჯიშის ძაღლზე,   საერთაშორისო დონეზე აღიარებული კინოლოგიური პასპორტი, გარდა ამისა მოახდინოს ნაყარის გაფორმება და რეგისტრაცია, ასევე   ეროვნული და საერთაშორისო  გამოფენების მოწყობა.

კლუბი ტობე დოგს” წევრები მიიღებენ კლუბის მიერ ორგანიზებულ გამოფენებში მონაწილეობის უფლებას, ასევე კომპეტენტურ  კონსულტაცას  და დახმარებას დართვის პროცესში,  რაც ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის ნაყარის (ლეკვების) მიღებას.

მისამართი: ქუთაისი, ბარნოვის მე-2 შესახვევი №3
საკონტაკტო პირი - მინდია ყიფიანი
ელ. ფოსტა - mindiakipiani@gmail.com
ტელეფონი:  598 696 096