Tag Archives: იხვის მომზადება

ფარშირებული იხვი

მასალა:
იხვი 1ც.
ვაშლი 2ც.
ფორთოხალი 1ც.
წითელი ღვინო 2 ს/კ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.

მომზადება:
წითელ ღვინოს დავამატოთ მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ, მიღებული მასა წავუსვათ, გასუფთავებულ იხვს შიგნიდან და გარედან. ვაშლი გავყოთ 4 ნაწილად (გული ამოვაცალოთ) და დავჭრათ მსხვილ კუბიკებად. ფორთოხალი გავასუფთავოთ, დავჭრათ კუბიკებად, ავურიოთ დაჭრილ ვაშლს და ამოვავსოთ იხვის მუცელი. ამოვკეროთ მაგარი ძაფით და შევდგათ აირღუმელში 2 საათი 150* ტემპერატურაზე. (შეწვის დროს აირღუმელის ქვედა ნაწილში დავდგათ ჯამით წყალი, რათა იხვი არ გამოშრეს). მომზადებული იხვი მოვათავსოთ სასურველ ფორმაზე და მოვაშოროთ ძაფი.

samzareulo.ucoz.com