სოკოების ბიოლოგიური თავისებურებანი
სოკოების ბიოლოგიური თავისებურებანი
სოკოები მიეკუთვნებიან მცენარეული ორგანიზმების განსაკუთრებულ ჯგუფს. სოკოებს შორის გამოყოფენ
საკვებად ვარგის, პირობითად ვარგის და შხამიან სოკოებს. საკვებად ვარგისი სოკოებიდან, როგორიცაა:
მჭადა, ქამა, ნიყვი, მანჭკვალა და სხვა, მზადდება მრავალგვარი გემრიელი კერძი. ... Continue Reading
1 კომენტარი
საჭმელი ტრიუფელი
ნაყოფსხეული მიწისქვეშაა, 3-10 სმ დიამეტრისა, კარტოფილის ტუბერისებური ფორმისაა, ზედაპირზე ახასიათებს მეჭეჭისებური წარმონაქმნები; ყავისფერ-შავია.
რბილობი ჯერ თეთრია ან ნაცრისფერი, შემდეგ კი - მურა თეთრი ჩანართებით.
სპორები 24-45X17-30 მკმ. სპორების მტვერი -მუქყავისფერი; ჩანთები 5 ... Continue Reading
1 კომენტარი
მსხლისებური გუდაფშუკა
საჭმელი სოკო გუდაფშუკოვანთა ჯგუფისა. ნაყოფსხეული ჟანგისფერი ან ღია ყავისფერია, მისი სიმაღლე 2-5 სმ, დიამეტრი 1,5-3 სმ აღწევს, ფორმით მსხლისებრი ან კვერცხისებრია, ძირისკენ გაწვრილებული. იზრდება დამპალ ხეებზე და მათ ახლოს ჯგუფურად ... Continue Reading
კომენტარები არ არის
ძერანა
ქუდი - 5-60 სმ, იზრდებაერტეულებად ან შეერთებულია რამდენიმე ეგზემპლარი ერთად, დასაწყისში მომრგვალოა და ელასტიურ-ხორცოვანია, შემდეგ - თირკმელისებრი, მარაოსებრი. ზედაპირი დაფარულია კონცენტრულად განწყობილი ყავისფერ და მუქმურა ზედაპირზე გაკრული ქერცლებით, ღია-მოყვითალოა, ჟანგმიწისფერია ... Continue Reading
კომენტარები არ არის
ნაოჭა სოკო
ქუდი 2-10 სმ დიამეტრისაა; ტალღოვანი, ტვინისებურად დანაოჭებული ზედაპირით. კიდეები ნაწილობრივ ფეხთანაა შეზრდილი; მუქი ყავისფერი ან წაბლისფერია.
ფეხი 3 - 9 სმ სიგრძისა და 1,5 - 4 სმ სისქისაა; ცილინდრულია ან ბოლქვისებური, ... Continue Reading
კომენტარები არ არის
შიიტაკე-ხის სოკო
შიიტაკე ხის სოკოა, მის სამშობლო ჩინეთია და იქ ის სოკოების მეფედ ითვლება. მას იქ 1000 წელიწადზე მეტია რაც იცნობენ, როგორც ძვირფას სოკოს. თუმცა რასებობს ცნობები, რომ მას 2000 წელზე მეტია ... Continue Reading
2 კომენტარი
ვერხვისძირა
ვერხვისძირა, ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. ქუდი 4-20 სმ-მდე დიამეტრისაა, ზედაპირი — ნარინჯისფერი ან ნარინისფერ-წითელი, შიშველი ან ქეჩისებრი. მოთეთრო ფეხი ძირისაკენ მსხვილდება და დაფარულია მოგრძო თეთრი, ყავისფერი ან მოშავო ქერცლით. რბილობი ... Continue Reading
კომენტარები არ არის
მარწყვიო
მარწყვიო, ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 3-15 სმ აღწევს, მოწითალო ზედაპირზე მოთეთრო მეჭეჭები აქვს, ფირფიტები თეთრია. წვრილქერცლოვან ძირში გამსხვილებულ ფეხს მოთეთრო აპკისებრი საყელო აქვს. ფირფიტები, ფეხი და საყელო შემდეგ ... Continue Reading
კომენტარები არ არის
ალუბლიძირა
ალუბლიძირა, ქუდიანი სოკო ფირფიტოვანთა ოჯახისა. თეთრი ან მოყვითალო 3-10 სმ-იანი დიამეტრის ქუდი ძაბრისებრად ჩაღრმავებულია, შუაში ფართო ბორცვაკი აქვს. ქუდის ქვედა მხარე ვარდისფერი ფირფიტებით არის დაფარული. სოკო მოკლე, თეთრ ფეხზე დგას. ... Continue Reading
კომენტარები არ არის
ირმისბაწარა
ირმისბაწარა, საჭმელი სოკო ზღარბასოკოების ოჯახისა. მისი თეთრი ან მოყვითალო ნაყოფსხეული დატოტვილია და აწეწილ ბაწრის გორგალს წააგავს, მოფენილია გრძელი, ჯერ თეთრი, შემდეგ კი მოყვითალო-ვარდისფერი ეკლებით. რბილობი თეთრია და მომწარო გემო აქვს. ... Continue Reading
კომენტარები არ არის
მინდვრის სოკო
მინდვრის სოკო, ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ნახევარსფეროსებრია, სქელრბილობიანი, ღია ან მუქი ნაცრისფერი. თავდაპირველად მშრალი ფიფქოვანი ზედაპირი აქვს, შემდეგ კი — შიშველი. ფირფიტები მოთეთროა, შეზრდილია ან ... Continue Reading
კომენტარები არ არის
მგლის სოკო
ქუდიანი სოკო კოპრინასებრთა ოჯახისა. აქვს ზარისებრი, მოყვითალო-მურა, ცენტრში უფრო მუქი ქუდი, რომლის დიამეტრია 3-6 სმ; დაფარულია მბზინავი ქერცლით, რომელიც მალევე ქრება. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ შავი. ფეხი თეთრია, იზრდება ადრე ... Continue Reading
კომენტარები არ არის




























