Category Archives: მტაცებელი ფრინველები

ფასკუნჯი

ფასკუნჯი – Neophron percnopterus – Стервятник

ფასკუნჯი გავრცელებულია სამხ. ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, აფრიკაში.

საქართველოს ფარგლებში ფასკუნჯი გვხდება თითქმის ყველგან მობუდარი ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება 3600 მ – მდე.

ბინადრობს სტეპებში, ველებზე, ნახევრადუდაბნოებსა და უდაბნოებში, მთათა კალთებზე, გორაკ-ბორცვიან ადგილებში. ბუდეს იშენებს კლდის ნაპრალში, ძველ შენობათა ნანგრევებში, ხეზე, ბორცვის ფერდობებზე, ხრამების კედლებში. აპრილში დებს 2 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 40 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენს მძორი. ამასთან დაკავშირებით იგი ხშირად თავს იყრის რიცხვმრავალი გუნდის სახით სასაკლაოთა მახლობლად, ან იმ ადგილებში, სადაც ყრიან მძორს. გარდა ამისა, ფასკუნჯი ჭამს ქვეწარმავლებს.

ცნობილია ამ ფრინველის ორი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება ჩვეულებრივი ფასკუნჯი – Neophron percnopterus percnopterus

ფორუმზე განხილვა

ველის კაკაჩა

ველის კაკაჩა – Buteo rufinus – Курганник

ველის კაკაჩა გავრცელებულია ს.-აღმ. ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, ჩრდ. და აღმ. აფრიკაში.

საქართველოში შესაძლებელია ველის კაკაჩას არსებობა აღმ. საქართველოს ველებზე მობუდარი ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ – მდე.

ეს ფრინველი ბინადრობს ღია ადგილებში. ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალებში, ხრამების კედლებში, ზოგჯერ ხეზე. აპრილში დებს 2 – 5 კვერცხს.

კრუხობა გრძელდება 30 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენენ მღრნელები, ფრინველები, ქვეწარმავლები, ამფიბიები.

ფორუმზე განხილვა

ბოლოკარკაზი

ბოლოკარკაზი – Pernis apivorus – Осоед

 ბოლოკარკაზი მოიპოვება ევროპაში, კავკასიაში, მცირე აზიაში, წინა აზიაში, ირანში, ციმბირში.

მისი სხეულის სიგრძე აღწევს 60 სმ-მდე. აქვს გრძელი ფრთები და ბოლო.

საქართველოს ფარგლებში ბოლოკარკაზი გვხდება მიმოფრენისას. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ – მდე.

ბინადრობს ტყეებში, მეტწილად სანაპირო ზონაში. ბუდეს იკეთებს ხეზე. აპრილის დამლევს დებს 2- 4 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 30 დღემდე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები. რიგ შემთხვევაში ჭამს ბაყაყებს, ხვლიკებს, გველებს, მცირე ზომის ფრინველებსა და მღრნელებს.

ფორუმზე განხილვა

ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა

ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა – Buteo lagopusЗимняк

ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა გავრცელებულია ევროპისა და აზიის დიდ ნაწილში, ჩრდ. ამერიკაში.

საქართველოში ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა გვხდება როგორც მოზამთრე ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება ტყის ზედა ხაზამდე.

ბინადრობს ტყის სანაპირო ზონაში, ველებზე, სადაც მეტწილად სარჩოს საძებრად გამოდის. ბუდეს იკეთებს ხეზე, ზოგჯერ კლდის ნაპრალებში.
არპილში დებს 2 – 7 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 28 დღემდე. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე მშობელი. იკვებება მცირე ზომის მღრნელებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით და თევზის ნარჩენითა და გადანაყრებით (თევზის სარეწაოს მიდამოში).

ცნობილია ფეხბანჯგვლიანი კაკაჩას რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება ევროპული ანუ დასავლური ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა – Buteo lagopus lagopus

ფორუმზე განხილვა

კაკაჩა

კაკაჩა – Buteo buteoКанюк

კაკაჩა ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აზიაში, სამხ.-სა და აღმ. აფრიკაში.

საქართველოს ფარგლებში გვხდება თითქმის ყველგან როგორც მობინადრე ფორმა. ი. ჩხიკვიშვილი (1950) ამ ფრინველს საქართველოსათვის თვლის მოზამთრე და „შესაძლებელ მობუდარ“ სახედ. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ – მდე.

კაკაჩის სხეულის სიგრძე 46-57 სმ აღწევს, ფრთების შლილი 110-130 სმ. დედალი ტანად მამალზე დიდია. ბინადრობს ტყეებში. სარჩოს მოსაპოვებლად გადის ღია ადგილებშიც. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეზე. აპრილში დებს 2 – 5 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 28 დღემდე. იკვებება მღრნელებით, მცირე ზომის ფრინველებით, გველებით, ხვლიკებით, ბაყაყებით, გომბეშოებით, მწერებით.

ცნობილია კაკაჩას რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება კავკასიური კაკაჩა - Buteo buteo menetriesi. ი. ჩხიკვიშვილის (1950) გადმოცემით საქართველოში გვხდება მეორე გვესახეც - ჩვეულებრივი კაკაჩა - Buteo buteo buteo რასაც დ. დემენტიევი და სხვანი არ ადასტურებენ.

ფორუმზე განხილვა

მცირე ჩია არწივი

მცირე ჩია არწივი – Aquila clanga

დიდი ქვეარწივი გავრცელებულია აღმ. ევროპაში, აზიაში.

სხეულის სიგრძე 59-71 სმ. მამლის წონა 1.6-2.5 კგ, ხოლო დედლისა 3.2 კგ

საქართველოში დიდი ქვეარწივი გვხდება მრავალ ადგილას როგორც მობუდარი ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 1700 მ-მდე.
ეს ფრინველი ბინადრობს ტყეებში, ხშირად გვხდება ღია ადგილებშიც. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეზე. აპრილის დამლევს დებს 1 – 2 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 42 დღემდე. საკვებს შეადგენენ მღრნელები.

ფორუმზე განხილვა

ველის არწივი

ველის არწივი – Aquila rapax

ველის არწივი მოიპოვება ს-აღმ. ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, აფრიკაში.

საქართველოში გვხდება მრავალ ადგილას. აღმოსავლეთ საქართველოში იგი ცნობილია როგორც მოზამთრე ხოლო დასავლეთ საქართველოში – როგორც მიმომფრენი. ვერტიკალრუად ვრცელდება 2000 მ – მდე.

მისი სხეულის სიგრძე 80 სმ აღწევს, წონა – 4 კგ. ფრთების შლილი 2 მ. ბუმბული მუქი მურაა,  კეფაზე ზოგჯერ წითური

ბინადრობს ღია ადგილებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. აპრილში დებს 1 – 3 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 45 დღემდე. ბარტყებისათვის საკვებს შოულობს ორივე მშობელი, მაგრამ საკვებს უნაწილებს დედა. ძირითად საკვებს წარმოადგენენ მცირე ზომის თაგვისებური მღრნელები, რომელთა განადგურებით ამ ფრინველს სახალხო მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.

ცნობილია ველის არწივის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ევროპული ველის არწივი - Aquila rapax orientalis

ფორუმზე განხილვა

ბეგობის არწივი

ბეგობის არწივი – Aquila heliaca – Могильник

ბეგობის არწივი მოიპოვება სამხ. ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, ჩრდ. აფრიკაში.

საქართველოს ფარგლებში ბეგობის არწივი მოიპოვება თითქმის ყველგან. აღმოსავლეთ საქართველოში ბეგობის არწივი ცნობილია მოზამთრე ფრინველის სახით, ხოლო დასავლეთ საქართველოში – როგორც მიმომფრენი. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ – მდე.

სხეულის საერთო სიგრძე 72—84 სმ აღწევს, ფრთების შლილი 2 მ-მდეა, წონა 3 კგ-მდე.

ბინადრობს ტყეთა ზოლში, ველებზე. ბუდეს იკეთებს ხეზე. აპრილში დებს 2 – 3 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 43 დღემდე. კრუხობს მორიგეობით ორივე მშობელი. ძირითად საკვებს შეადგენენ თაგვისებური მღრნელები, თრიები, ზაზუნები, მემინდვრიები და სხვებს. ზოგჯერ თავს ესხმის კურდღლს, ფრინველებს, ჭამს მძორსაც.

ცნობილია ბეგობის არწივის ორი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ბეგობის არწივი – Aquila heliaca heliaca

ჭაობის ბოლობეჭედა

ჭაობის ბოლობეჭედა – Circus aeruginosus – Болотный лунь

ჭაობის ბოლობეჭედა გვხდება ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, მადაგასკარზე, ავსტრალიაში, ტასმანიაზე, ახალ ზელანდიასა და მახლობელ რიგ კუნძულებზე.

საქართველოს ფარგლებში ეს ფრინველი ვრცელდება თითქმის ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ – მდე.

ბინადრობს ღია ადგილებში. მეტწილად გვხდება ჭაობებში, მდინარეებისა და ტბების მიდამოებში, ლელიანთა და ჩალით დაფარულ ადგილებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. ბუდის მშენებლობაში მონაწილეობს ორივე მშობელი. აპრილში დედალი დებს 2 – 6 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 33 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენენ ფრინველები, განსაკუთრებითკი ბუდესი კრუხად მჯდომი ინდივიდები, აგრეთვე ნორჩი მართვეები. დიდი რაოდენობით ანადგურებს სასარგებლო ფორმებს, რითაც სახალხო მეურნეობისათვის შესამჩნევი ზიაინი მოაქვს. ეს ფრინველი მცირე რაოდენობით ანადგურებს მავნე თაგვისებურ მღრნელებსაც.

ცნობილია ამ ფრინველის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება სადასვლური ჭაობის ბოლობეჭედა - Circus aeruginiosus aeruginosus

ფორუმზე განხილვა

ძერა

ძერა – Milvus migrans – Черный коршун

ძერა გვხდება ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, მადაგასკარზე, ავსტრალიაში. აქვს გრძელი, ამოკვეთილი ბოლო, ფართო, გრძელი ფრთები. მოიცავს 2 სახეობას: ბორას და ძერას.

საქართველოში მოიპოვება ყველგან მობინადრე ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება 3300 მ – მდე.

ბინადრობს ტყეთა სანაპიროზე, ზოგჯერ ადამიანის სამოსახლოს მიდამოში. ბუდეს იკეთებენ ხეზე, კლდეზე ან ხრამში. მარტის დამლევს ან აპრილის შუა რიცხვებში დებს 3 – 4 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 28 – 30 დღემდე. იკვებება მცირე ზომის ძუძუმწოვრებით, ფრინველებით, ხვლიკებით, მწერებით. თაგვისებური მღრნელების განადგურებით ერთგვარი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ძერას რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მძორსაც. ზიანი მოაქვს მეფრინველეობისათვის.

ცნობილია ამ ფრინველის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ევროპული ძერა – Milvus corschun corschun