![]()
პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ ამ პოსტის დაგვიანებისთვის და ვეცდები დეტალურად აღვწერო ტურნირის მიმდინარეობა და წარმოგიდგინოთ შეჯიბრის შედეგები.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტურნირმა თავიდანვე დიდი ყურადღება მიიპყრო და მონაწილეობის სურვილიც ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ტურნირში მონაწილეობის მიღება მხოლოდ 18-მა კაცმა შეძლო, რაც არც თუ ისე დაბალი მაჩვენებელია.
შეჯიბრი დაიწყო 17 ივნისს, დღის ორ საათზე, მანამდე კი საქართველოს მსროლელთა ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, ბატონმა თამაზ იმნაიშილმა ყველა მონაწილეს გააცნო უსაფრთხოების წესები და ტურნირის წესები. ვისარგებლებ შემთხვევით და აქვე მადლობას გადავუხდი ბატონ თამაზს და საქართველოს მსროლელთა ფედერაციას მხარდაჭერისთვის, რომლის გამოც ტურნირმა მაღალორგანიზებულად ჩაიარა! ბატონი თამაზი პირადად უძღვებოდა ტურნირს და ყველა მონაწილეს სწორედ ის ედგა გვერდში და აწვდიდა დაწვრილებით ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტურნირი შუადღის ორ საათზე დაიწყო და მიუხედავად ძლიერი ქარისა, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა მონაწილეთათვის მიზანში ზუსტი სროლის განხორციელებას, ტურნირი არ გადადებულა და მისი დასრულების შემდეგ, უკლებლივ ყველა მონაწილე აღნიშნავდა, რომ შეჯიბრმა აზარტულად და საინტერესოდ ჩაიარა.
სროლების დაწყებამდე, კენჭისყრის შედეგად მონაწილეები დაიყვნენ 3 ჯგუფად, თითოში 6 მონაწილე. სროლა ხდებოდა 7 პოზიციიდან, თითოეული პოზიციიდან ხდებოდა სხვადასხვა რაოდენობის გასროლა (I პოზიცია – 3 გასროლა, II პოზიცია – 4, III – 4, IV – 2, V – 4, VI – 4, VII პოზიცია – 4 გასროლა). ჩამოთვლილი პოზიციებიდან ყველაზე რთული IV პოზიცია აღმოჩნდა, ხოლო ყველაზე მარტივი – VII. სროლა ხდებოდა შემდეგი თანმიმდევრობით, ჯერ პირველმა ჯგუფმა შეასრულა ყველა (25) გასროლა შვიდივე პოზიციიდან, შემდეგ მეორე ექვსეულმა განახორციელა 25 გასროლა და ბოლოს მესამე ჯგუფმა.
მონაწილეები სროლებს ახორციელებდნენ საკუთარი თოფიდან და შესაბამისად გვხვდებოდა სხვადასხვა მოდელის თოფები, თუმცა ვაზნა ყველა მსროლელს ერთნაირი ჰქონდა – 24 გრამიანი, 9 ნომერი საფანტი, კალიბრი 12.
ტურნირის გამარჯვებულები გადასროლის გარეშე გამოვლინდნენ და საპრიზო ადგილები დაიკავეს შემდეგმა მონაწილეებმა: I – პავლე ოკუჯავა (hunter brothers), II – ვახტანგ მჭედლიშვილი, III – ბესიკ კაპანაძე. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი პრიზები, ხოლო ყველა მონაწილემ მიიღო ტურნირში მონაწილეობის სიგელი. აქვე გთავაზობთ ტურნირის დანარჩენი მონაწილეების სიას:
ირაკლი ტაბატაძე (monadire.com)
დავით ლიპარტელიანი (monadire.com)
თაზო ჩხაიძე (monadire.com)
გიორგი ყურაშვილი
ზაზა ყურაშვილი
ზურაბ ეზეიშვილი (hunter brothers)
გიორგი ხუნჯგურუა (hunter brothers)
გიორგი ფოლადიშვილი
ალექსანდრ დევიდი (შვეიცარიელი სტუმარი)
გიორგი არველაძე (hunter brothers)
გიორგი თინიკაშვილი
ვლადიმერ გიორგაძე (monadire.com)
ირაკლი წვერავა
მინდია თედორაია
ირაკლი ჩხაიძე (monadire.com)
P.S. ტურნირმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მისი დასრულების შემდეგ გადაწყდა, რაც შეიძლება მალე გამართულიყო შემდეგი ტურნირი. ეს კი დაახლოებით აგვისტოს პირველ მესამედში მოხდება, ვინაიდან ჯერ ნადირობის სეზონი არ იქნება გახსნილი და ყველა მონადირეს ექნება არაჩვეულებრივი საშუალება მოთელვა გაიაროს საკმაოდ აზარტულ შეჯიბრში მონაწილეობის მიღებით. აღნიშნულ ტურნირზე ინფორმაცია აუცილებლად გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე და რამდენიმე იარაღის მაღაზიაში.





































aseti turnebis mowyoba savaldebulod mimachnia da gtxovt turniris organizatorebs chaatarot sxvadasxva qalaqebshi. vfiqrob bevri miigebs monawilebas.
კარგი იდეაა, თქვენ რომელი ქალაქიდან ხართ? ან რომელ ქალაქს ისურვებდით?
BATUMI!……
mand martla kargi iqneba, magram mogrovdeba sakmarisi raodenobis monacile?
გააჩნია რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მონაწილე ისე რატომაც არა!….
ბათუმში მარტო ბათუმელები არ იქნებიან მსურველები!..
მთავარია საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდ!…
ცოტა გააპიაროთ.
dzalian kargia
ძალიან კარგი დღე იყო, გენაცვალეთ ყველას!!!
mainteresebs stendur srolashi monacileoba
ტურნირი სასტენდო სროლაში
აქ არის პირობები 12 აგვისტოს გასამართი ტურნირის, ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 555 575688
მაინტერესებს სასტენდო თოფის ყიდვა სად შეიძლება მაგალითად მც–8 –ს
და კიდე თუ შეიძლება უბრალოდ მოსვლა და ტურნირის გარეშე სტენდზე სროლა
Shota – გაგიმარჯოს. სამწუხაროდ სასტენდო თოფის ყიდვაზე მე არ მაქვს ინფორმაცია. შეიძლება სხვებმა იცოდნენ და მიგასწავლიან. სტენდს რაც შეეხება თუ ტურნირში მონაწილეობა არ გინდა და ისე გინდა ისროლო 1 სროლის ღირებულება მაინც ერთი ლარია და ამ ერთ ლარში შედის მათი ვაზნაც და მათივე თეფშიც. შეგიძლია მიხვიდე და რამდენიც გინდა ისროლო. თუ გინდა 200ჯერ ისროლე.
მარა ეგრე აზარტული ვერ იქნება, რა ჯობია როცა 20 კაციან ჯგუფში ხარ და ამათგან უმეტესობა გამოუცდელია და მათ ეჯიბრები. ეგ გვაძლევს აზარტს.