![]()
სახლის ბეღურა – Passer domesticus - Домовый воробей
სახლის ბეღურა ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აზიაში, ჩრდ. აფრიკასა და აღმ. აფრიკაში. აკლიმატიზებულია ჩრდ. და სამხ. ამერიკაში.
საქართველოში სახლის ბეღურა გვხდება თითქმის ყველგან როგორც მობინადრე ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 2300 მ-მდე.
ბინადრობს სოფლებში, ქალაქებში, დაბებსა და სხვა სახის სამოსახლოებში. ისეთ ადგილებში, სადაც არ არის თვლებიანი ტრანსპორტის გზები, – ბეღურაც არ გვხდება, ამით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ საქართველოს რიგ ადგილებში, სადაც მხოლოდ საცალფეხო ან ცხენით სასვლელი ბილიკებია, სახლის ბეღურა არ მოიპოვება. ბუდეს იკეთებს ბეღლებში, სახლების სახურავების ქვეშ, ბოსლებში, სათივეებში, ზოგჯერ ხრამების კედლებში არსებულ სოროებში, რიგ შემთხვევებში ბინავდება მერცხლის ბუდეში, ზოგჯერ პატრონს ძალითაც დევნის, ხის ფუღუროებში, მსხვილი მტაცებელი ფრინველების ბუდეთა კედლებში, ხეებზე, ზოგჯერ ბუჩქებშიც. დებს 3-8 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 11 დღემდე. მეტწილად წელიწადში ორჯერ (ზოგჯერ მეტჯერაც) მრავლდება. საკვებს შეადგენს მცენარეთა თესლები, მარცვლები. დიდ ზიანს აყენებს ხორბლის, ფეტვის, ქერის, მზესუმზირას ნათესებს, მეღლებს, საწყობებსა და სხვ. ჭამს აგრეთვე ხილს, მწერებს (მცირე რაოდენობით).
სახლის ბეღურა საგრძნობ ზიანს აყენებს სახალხო მეურნეობას მარცვლოვანი კულტურების დაზიანებით, საწყობებში, ბეღლებში მარცვლოვანთა აკენკვით. იგი გადამტანია რიგი მავნებლებისა (ტკიპებისა) და სნეულებათა (დიფტერიტი).
ცნობილია სახლის ბეღურას 14-მდე ქვესახე, რომელთაგან საქართველოს ფარგლებში მოიპოვება: ჩვეულებრივი სახლის ბეღურა – Passer domesticus domesticus, გვხდება თითქმის ყველგან; წინააზიური სახლის ბეღურა – Passer domesticus biblicus, მოიპოვება საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
შესაძლებელია საქართველოს აღმოსავლეთ რაოინებში შეგვხდეს კანული სახლის ბეღურაც – Passer domesticus hyrcanus.
































