რატომ არ უნდა მივცეთ ლეკვს დიდი ძაღლის საკვები და რა შემთხვევაში წყვეტს ის ზრდას

12189თემა, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ, ძაღლის ყველა ახალბედა პატრონს დააინტერესებს. ყოველივე ამაში კი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი დაგვეხმარება. ასე რომ, შეგიძლიათ, დაწვრილებით წაიკითხოთ მისი რჩევები და საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინოთ. ამით თქვენს ძაღლსაც დაიცავთ გამოუვალი მდგომარეობიდან და თავადაც მშვიდად იგრძნობთ თავს.

– რა უნდა იცოდეს ძაღლის ახალბედა პატრონმა, რომ მისი ცხოველი კარგად გრძნობდეს თავს?

– ძაღლი რომ ჯანმრთელი იყოს, უპირველესად აუცილებელია დაავადების პროფილაქტიკა. თუ ძაღლი სწორად არის ვაქცინირებული, მისი ორგანიზმი ინფექციების მიმართ უფრო მდგრადია, ვიდრე სხვა შემთხვევაში. აუცრელი ძაღლები ხშირად ავადდებიან: ჭირით, ჰეპატიტით, ენტერიტით და ასე შემდეგ. ავადმყოფობის პერიოდში ძაღლები სიმაღლეში ჩამორჩებიან თანატოლებს, ზოგ შემთხვევაში კი იღუპებიან კიდეც. აუცილებელია ლეკვების აცრა 3-4 თვის ასაკამდე, ხოლო აცრების განმეორება უნდა ხდებოდეს ყოველწლიურად. გაითვალისწინეთ, რომ პირველი აცრის შემდეგ უნდა დაიცვათ ორკვირიანი კარანტინი. ამ პერიოდში არ უნდა ხდებოდეს ძაღლის კონტაქტი სხვა ძაღლებთან. ვაქცინაციიდან ორი კვირის შემდეგ კი, ძაღლს მყარი იმუნიტეტი უყალიბდება.

– იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრათ, რა წესები უნდა დავიცვათ ვაქცინაციის პერიოდში?

– მოგახსენებთ: პირველ ყოვლისა, უნდა მოხდეს მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველის ვაქცინაცია. არ შეიძლება ორსული ცხოველის აცრა; ასევე, დაუშვებელია ჭიების საწინააღმდეგო ღონისძიებებისა (დეჰელმინთირება) და აცრების ერთდროულად გაკეთება. მათ შორის შუალედი 7-10 დღე მაინც უნდა იყოს. დაუშვებელია ცხოველის აცრა ოპერაციის ან მშობიარობის შემდეგ და ოპერაციიდან ორ კვირაზე ადრე ვაქცინაციის ჩატარება; ვაქცინა უნდა ინახებოდეს +2-დან +8 გრადუსამდე ტემპერატურაზე.

გახსოვდეთ, ლეკვის ჯანმრთელობის საფუძველი ჰელმინთური ინვაზიების რეგულარული კონტროლია. პირველი დეჰელმინთიზაცია ტარდება 3 კვირის ასაკში. კუჭ-ნაწლავის პარაზიტებს ლეკვის ორგანიზმში ისეთი სერიოზული დარღვევების გამოწვევა შეუძლიათ, როგორებიცაა: ანემია, დიარეა, წონაში კლება და სხვა. ცხოველის ინვაზირება შეიძლება მოხდეს დედის რძიდან, კანის საფარველიდან ან საკვებიდან. მკურნალობა ხდება ვეტერინარის მიერ დანიშნული პრეპარატებით. რაც შეეხება მკურნალობის კურსის განმეორებას, ეს ხდება პრეპარატის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ.

– ძაღლის პატრონთა უმეტესობას აინტერესებს კვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამის შესახებ რას გვეტყვით?

– გაითვალისწინეთ, რომ ზრდის პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანია ძაღლის ცხოვრებაში. საკვები უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ნივთიერებას – ვიტამინებსა და მინერალებს შესაბამისი რაოდენობით. არასრულფასოვანი კვების დროს, შესაძლოა, ლეკვს შეუჩერდეს ზრდა და ვერ მიაღწიოს მისი გენეტიკისთვის დამახასიათებელ ნორმებს. ასევე, გახსოვდეთ, რომ ლეკვს კვებისთვის საკუთარი კუთხე უნდა ჰქონდეს გამოყოფილი. ლეკვის გამოსაკვებად უნდა გაითვალისწინოთ კვების ჯერადობა: ერთ თვემდე ასაკის ლეკვი დღეში 6-ჯერ უნდა იკვებებოდეს; 2-დან 4 თვემდე – 5-ჯერ. რაც შეეხება 5-დან 6 თვემდე პერიოდს, კვების რაოდენობა 2-3 ჯერადობამდე უნდა შემცირდეს, 6 თვის ასაკიდან კი ლეკვი ორჯერად კვებაზე გადადის.

– ხშირად ისეც ხდება, რომ ცხოველი ამა თუ იმ საკვების მიმართ აუტანლობას განიცდის. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენს მკითხველს აუცილებლად დააინტერესებს.

– სასურველია, თქვენი ლეკვისთვის საკვები კომპეტენტური პირის მიერ იყოს შერჩეული და თვითნებურად არ გამოკვებოთ ცხოველი. არსებობს მთელი რიგი პროდუქტებისა, რომელთა მიცემაც ძაღლისთვის არ შეიძლება. ესენია: ყველანაირი ტკბილეული, დიდი რაოდენობით მარილი, ბურღულეული უმი სახით; არ არის რეკომენდებული ძაღლის ხშირი კვება ღორის ხორცით.

ძაღლის კვებისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ნატურალური, ასევე, ქარხნულად დამზადებული მშრალი საკვები, ან, მათი კომბინაცია.

ძაღლის კვებისთვის მენიუ ვეტერინარის მიერ აუცილებლად ყურადღებით უნდა იყოს შერჩეული. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ძაღლი არასდროს არ უნდა გამოკვებოთ იმ საკვებით, რომლითაც ოჯახის წევრები იკვებებით. თუ ლეკვი მშრალი საკვებით იკვებება, საჭიროა მისი დასველება. ასევე, გამორიცხეთ ლეკვის კვება დიდი ძაღლის საკვებით. საკვები აუცილებლად ასაკისა და ჯიშის გათვალისწინებით უნდა იყოს შერჩეული. არ არის რეკომენდებული სხვადასხვა ფირმის, ანუ წარმოების საკვების შერევა. მკაცრად უნდა იყოს დაცული კვების ნორმები. ასევე, არ შეიძლება ფაფებისა და კონსერვების ერთმანეთში შერევა.

თუ ამ ყოველივეს გაითვალისწინებთ, თქვენ ჯანმრთელი და სრულყოფილი ძაღლი გეყოლებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ლეკვი არასასურველ ძაღლად ჩამოყალიბდება, რომელსაც მისი გენეტიკა არ ითვალისწინებს.

მარიკა ხიდურელი

www.tbiliselebi.ge

10 thoughts on “რატომ არ უნდა მივცეთ ლეკვს დიდი ძაღლის საკვები და რა შემთხვევაში წყვეტს ის ზრდას”

  1. gamarjobat patara medzebari lekvi myavs ori tvis ar aris jer ar vici ra vachamo da mirchiet rame ..lekvebis pedigrs vachmev

  2. გამარჯობათ მე მყავს 2 კვირის ინგლისური პოინტერი ვაჩმევ ლეკვების პედიგრს და რძეში ჩაყრილ პურს და თუ არ ვცდები კარგია ეს ხომ?

    1. 2 კვირის? ასე ნაადრევად რატომ მოაშორეთ დედას? პედიგრი ჯერ არ არის მაინცდამაინც კარგი. ან როგორ ჭამს ასეთი პატარა. რძე უმჯობესია მაგრამ ძაან ტკბილი არ უნდა იყოს. ცოტა წყლის შერევაც შეიძლება…

  3. 23დღის ლაბრადორი მაჩუქეს და არ ვიცი როგორ მოვუარო, ძალიან ვნერვიულობ, რა ვაჭამო და რამდენი გრამი ერთ კვებაზე ხომ ვერ მირჩევდით, ჯერ ექიმთან არ მყოლია

    1. გამარჯობათ თათა, გილოცავთ საყვარელი მეგობრის აყვანას. რაც შეეხება ექიმს და კვებას. ესეიგი უნდა შეიძინოთ ლეკვის საკვები ზოომაღაზიაში, ლეკვის კვება ხდება დღეში 5-6 ჯერ (ოღონდ ცოტ-ცოტა). უმჯობესია თუ ერთდაიმავე დროს დაუმთხვევთ ხოლმე ჭამას. ყველა საკვებს განსხვავებული მასა აქვს ასე რომ ზოომაღაზიაში თვითონ გირჩევენ ყველაფერს. ისე ჩემი რჩევა იქნება, აცრებამდე ქუჩაში არ გაიყვანოთ თორემ ძალიან ბევრი დაავადების პოვნის შანსია.

  4. გამარჯობათ მაჩუქეს პიდბულის ლეკვი 3 კვირისაა რა უნდა ვაჭამო. პატრონმა მირჩია მაწონი აჭამეო მაგრამ არ ჭამს ძალით თუ ვაჭმევ 5-10 გრამს იქნებ მირჩIოთ სხვა რისი ჭამა შეიძლება და რა რაოდენობით? დიდი მადლობა

  5. მყავს თვინახევრის დაბალბეწვიანი ნაგაზიდა რავაჩამო ლეკვის საკვები ვუყიდე და არ ჩამს დზვლებიდა რაგაცეეები ჯერ არ შეიძლებადა რდზეს ვალევიებ ცოტ ცოტას და კიდე რა ვქნა?

  6. მკავს კოკესპანელის და დარმატინელიისს ნაჯვარიი 2 3 კვირიის იქნეებაა და როოგოორ მოვუუუაროოოო ! ხველგან ხვცელა ადგილას ისაქმეებსსს და ქვისჰა დავუუხარე რადგან იქ მოოისაქმოოს მააგრამ მაიინც არ ისაქმეებს ქვისჰზეე და როოგოოირ უნდა სჰევაცჰვიო ქვისჰაზე მოსაქმებასს?

  7. მე ძალიან მიყვარს ცხოველები მათ შორის ჩემი სუსტი წერტილი ლეკვებია. მე სულ რაღაც 2 კვირაში მეკოლება პეკინესი და არ ვიცი როგორ მოვუარო ვეჭვობ ეს წესები გამომადგება. მე მაინტერესებს თუ როგორ უნდა მივაჩვიო ლეკვი ცუდ ძაღლებთან კონფლიქტისთვის და ამაში თქვენი დახმარება მჭირდება. გთხოვთ რომ ყურადღებით წაიკითხოთ ეს სტატია და პასუხიც მალე მომწეროთ. მადლობთ დახმარებისათვის…♥♥♥

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>