ტყის ქათამი

ტყის ქათამი – Вальдшнеп – Scolopax rusticola

ტყის ქათამი, ვალდშნეპი, ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 34-38 სმ, მასა – 270-350 აღწევს. ტყის ქათამი ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აზიის უმეტეს ნაწილში, ჩრდ. აფრიკაში.

საქართველოს ფარგლებში ტყის ქათამი მოიპოვება თითქმის ყველგან, ზოგ ადგილას ბუდობს. განსაკუთრებით მრავლად გვხვდება მიმოფრენის პერიოდში. დასავლეთ საქართველოს რიგ ადგილებში, მეტწილად აჭარაში, გურიაში და სხვ. ტყის ქათამი ზამთრობს.

ტყის ქათამი ბინადრობს ტყეებში, ჭალებში, განსაკუთრებით კი ისეთ ტყეებში, სადაც ბევრია ნაყარი, გვიმრა. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ხშირად ბუჩქის ძირში. აპრილში დებს 4 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწვს 24 დღემდე. დედა დიდი მზრუნველობით უვლის თავის შვილებს და რაიმე საფრთხის შემთხვევაში ბარტყი ფრენით გადაჰყავთ უშიშარ ადგილზე.ძირითად საკვებს შეადგენენ ჭიები, მწერების მატლები, აგრეთვე მცირე ზომის ხოჭოები, პეპლები; რიგ შემთხვევებში ჭამს მცენარეთა ნორჩ ყლორტებს. კენკრას.
ტყის ქათამი გადამფრენია. საგაზაფხულო გადაფრენა ჩვეულებრივ მარტის შუა რიცხვებში იწყება და ერთ თვეზე მეტს გრძელდება, საშემოდგომო გადაფრენა კი სექტემბრის ბოლოს იწყება და ორ თვემდე გრძელდება.
საშემოდგომო გადაფრენის დროს შავი ზღვის ნაპირებთან ტყის ქათმის დიდი რაოდენობა რჩება დასაზამთერებლად.

ტყის ქათამს მავნე მწერების მასობრივი განადგურებით სახალხო მეურნეობისათვის მნიშველოვანი სარგებლობა მოაქვს. ტყის ქათამი წარმოადგენს სანადირო-სარეწაო ობიექტს.

ცნობილია ტყის ქათმის ორი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ჩრდილოური ტყის ქათამი – Scolopax rusticola rusticola

ტყის ქათმის მოსაპოვებლად საჭიროა 8-9 ნომერი საფანტი.

ფორუმზე განხილვა


12 thoughts on “ტყის ქათამი”

  1. ძალიან ძნელი მოსაკლავია, მაგრამ აზარტულია მასზე ნადირობა.

  2. წელს ძაან ბლომად იყო ქათამი არა? რას იტყვით ძმებო?

  3. zura შენ სად ნადირობდი? მე გურია-აჭარას ვგულისხმობ, ძირითადად კოლხეთის დაბლობზე, მე ვიცი რო დღეში პერელიოტზე 5-6 ცალს კლავდნენ, კი დეკემბრისკენ ძაან შეცოტავდა მაგრამ ეს ამინდების ბრალია და დეკემბრის შუა რიცხვებიდან ისედაც აღარ ჩანს ხოლმე (აქა იქ მხოლოდ) მაგრამ 1 კვირის წინ ისეთი სიცხეები იყო აზრი არ ჰქონდა ნადირობას გურიისკენ. მაგრამ როცა იყო, ყველასგან ვიცი რო ბლომად იყო, და არავინაა უკმაყოფილო. უბრალოდ ნაადრევად წავიდა…

  4. მაგრამ შარშან და შარშან წინ იმდენი ამოწყვიტეს 4 3 წელი მაინც დაჩირდება გამრავლებას

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>